დღეს - 23 იან
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ინკასაცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია ,C კატეგორია
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
სს ,,საქართველოს ბანკის" ფულისა და ფასეულობის მიმართულებაშივეძებთ დაინტერესებულ კანდიდატებს ინკასატორის პოზიციაზე ბათუმში.
ეს პოზიცია შენთვისაა,თუ
- გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;
- ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- თავს კომფორტულად გრძნობ მეგობრულ გარემოში;
- გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა
შენს მოვალეობაში შევა
- ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების გადაზიდვა-ინკასირება
- ბანკომატების და სწრაფი გადახდის ტერმინალების ინკასირება
- ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობათა დაცვა ინკასირებისას
ამისთვის დაგჭირდება
- ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა
- გუნდურობა
- ფიზიკური სიძლიერე
- სხვადასხვა სამუშაო გრაფიკზე მორგების უნარი
სასურველია გქონდეს
- B;C კატეგორიის ავტომობილების მართვის მოწმობა
- შესაბამისი კატეგორიის ავტომობილების მართვის გამოცდილება;
- საცეცხლე მომზადება, იარაღისა და სპეც-აღჭურვილობის სათანადო ექსპლოატაციის გამოცდილება.
ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე განაცხადი 23 იანვარი, 2025.
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/inkasatori-batumi-batumi-nVMMT2
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ინკასაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

