09 იან - 07 თებ
სტარტი
სადაზღვევო შემთხვევის სპეციალისტი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ინგლისური,რუსული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევის სპეციალისტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • სადაზღვევო შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილზე მისვლა;
  • დაზღვეულთან კომუნიკაცია;
  • ჩართულ მესამე მხარესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომუნიკაცია;
  • საპატრულოსთან კომუნიკაცია;
  • შემთხვევის ადგილის დასურათება;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსულის ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია ასაკი აღემატებოდეს 21 წელს;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია)
  • უპირატესობად ჩაითვლება მოპედის მართვის მოწმობა;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება სადაზღვევო მიმართულება).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/BjLar82b
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები