09 იან - 01 თებ
სტანდარტი
მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი
ბათუმი, ძველი ბათუმის უბანი, დ. თავდადებულის ქუჩა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 32 250 20 60

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია, ლიზინგის ღონისძიებები
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1000
    (+ ბონუსი)
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: რუსული
კომპანია "პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka

ძირითადი მოვალეობები:
  • დაინტერესებულ მომხმარებელთათვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • კომპანიის პროდუქტების შეთავაზება, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • ლიზინგის განაცხადების მომზადება, დამუშავება და განხილვისთვის შესაბამის ჯგუფთან გადაგზავნა;
  • დადასტურების შემთხვევაში ლიზინგის გაცემა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • საბანკო-საფინანსო სფეროში ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:
  • დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
  • ეფექტური გაყიდვების მეთოდების ცოდნა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • გუნდურობა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ოპერატიულობა და დისციპლინა .

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00; შაბათი -10:00-15:00 მდე
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ.#50

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 31 იანვრისა, შემდეგ ელფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge

ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია: მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი, ბათუმი

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: +995 32 250 20 60

საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია,
ლიზინგის ღონისძიებები
ნახვები
უნიკალური ნახვები