დღეს - 07 თებ
სტარტი
ბიზნეს-ასისტენტი / კონტენტის კოორდინატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, ადმინისტრაციული ასისტირება გაყიდვები მენეჯმენტის ასისტირება
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
შპს "ოსტეო დენტაშოპის" წარმატებული და მეგობრული გუნდი იზრდება და ვეძებთ ბიზნეს-ასისტენტი და კონტენტის კოორდინატორს ქ. თბილისში.
ვეძებთ ოპერაციებისა და კონტენტის მენეჯერს, რომელიც იმუშავებს უშუალოდ კომპანიის დამფუძნებელთან და დაეხმარება ბიზნესის ყოველდღიურ ოპერაციებში, პროექტების კოორდინაციასა და კონტენტის მართვაში.

ძირითადი მოვალეობები
  • ოპერაციები და კოორდინაცია
  • დირექტორის დავალებების ორგანიზება და შესრულების კონტროლი
  • შეხვედრების, ზარების და ვადების კოორდინაცია
  • შეთანხმებების დაფიქსირება და პროცესების მონიტორინგი
  • გაყიდვების გუნდისგან მოკლე ანგარიშების შეგროვება და სისტემატიზაცია

პროექტების მართვა
  • ახალი პროექტების კვლევა
  • ინფორმაციის მოძიება, შედარებითი ცხრილების და მოკლე დასკვნების მომზადება
  • დირექტორისთვის 2–3 ალტერნატიული ვარიანტის შეთავაზება

კონტენტი და სოციალური ქსელები
  • არსებული პროფესიული ნიმუშების საფუძველზე პოსტების ადაპტაცია
  • მარტივი ვიდეოების მომზადება (Reels / Shorts – CapCut ან მსგავსი)
  • კონტენტის გამოქვეყნება და რეგულარობის კონტროლი
  • უკუკავშირის და ჩართულობის ელემენტარული ანალიზი

ანალიტიკა და კონტროლი
  • კლიენტების ბაზის განახლება
  • არაქტიური („დაკარგული“) კლიენტების გამოვლენა
  • კვირეული მოკლე შეჯამებების მომზადება დირექტორისთვის

მოთხოვნები
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • Excel საბაზისო ცოდნა
  • ტექსტებთან მუშაობის უნარი
  • CapCut ან მსგავსი პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ასისტენტის, ოპერაციული მენეჯერის ან პროექტების კოორდინატორის გამოცდილება — სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო

ჩვენ გთავაზობთ
  • უშუალო მუშაობას კომპანიის დამფუძნებელთან
  • რეალურ ჩართულობას ბიზნესის განვითარებაში
  • პასუხისმგებლობისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
  • ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად (გამოცდილებიდან გამომდინარე 1500 ლარიდან) და არის ზრდადი.

შერჩევის პროცესი
CV
მოკლე სატესტო დავალება
გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: info@dentashop.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „ასისტენტი".

მეტი ინფომაციისთვის ჩვენს შესახებ ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდებს:

გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით ჩვენს გუნდში!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება,
ადმინისტრაციული ასისტირება
გაყიდვები
მენეჯმენტის ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები