დღეს - 10 თებ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული,ინგლისური
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „HR მენეჯერის” პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ადამიანური კაპიტალის მართვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- პერსონალის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- მოტივაციის სისტემის შექმნაში მონაწილეობა;
- ტალანტების მოზიდვის და შერჩევის პროცედურის მართვა;
- პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება / დაარქივება;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და მონაცემთა ბაზის მუდმივ რეჟიმში განახლება;
- სხვადასხვა დოკუმენტაციის (ბრძნება, ცნობა, განცხადება, უწყისი და ა.შ) წარმოება;
- ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით კვლევებისა და შეფასებების წარმოება (მაგ. თანამშრომელთა კმაყოფილება, გამოსაცდელი ვადის შეფასება და ა.შ.);
- თანამშრომლებისთვის სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში აქტიური ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
- ინგლისური ენის (B2) ცოდნა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ooeoHxI
ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
