დღეს - 10 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სადაზღვევო კომპანია ს.ს ,,გრინ დაზღვევა საქართველო‘‘ აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, ანა კალანდაძის ქ. N4
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით)
ანაზღაურება - კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ფიქსირებული ანაზღაურება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა:
- კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის და განმარტების მიცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
- ინიციატორ დეპარტამენტებთან ერთად ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა გარიგებების პროექტების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
- დამოუკიდებლად ან სხვა დეპარტამენტებთან ერთად წერილების და განცხადებების პროექტების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირების უზრუნველყოფა;
- დამოუკიდებლად ან სხვა დეპარტამენტებთან ერთად ბრძანებებისა (საკადრო ბრძანებების გარდა), რეგულაციებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების პროექტების მომზადება/ვიზირება;
- სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში კომპანიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
- დირექტორების და სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ცვლილება;
- საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მიერ შემუშავებული პროცედურების და რეგულაციების (ფორმალური და არაფორმალური წესები) დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი;
- საკანონმდებლო სიახლეების შესახებ კომპანიის ხელმძღვანელისა და შესაბამისი დეპარტამენტების/პირების ინფორმირება.
- სხვა ფუნქცია–მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
- ადვოკატის ლიცენზია (საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით);სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე მინიმუმ 3 წელი; პრიორიტეტი მიენიჭება სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ–ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@greenig.ge წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. სს ,,გრინ დაზღვევა საქართველო“ მონაცემებს დაამუშავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
