დღეს - 11 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას პოციზიაზე “სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი” .
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი კ.ჩაჩავას N1
სამუშაო გრაფიკი: 09:00- დან 18:00 -მდე
ანაზღაურება: 1 500 ლარი (NET),
ძირითადი ფუნქციები:
- სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და კლინიკის შიდა მოთხოვნების შესაბამისად;
- სამედიცინო დოკუმენტაციასა და დამფინანსებლებთან გადაცემულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა;
- დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების კოდირების სისწორის უზრუნველყოფა სამედიცინო კლასიფიკატორის შესაბამისად;
- რეჰოსპიტალიზებული შემთხვევების/კლინიკური საკითხების განხილვა ექიმებთან ერთად;
- შესრულებული სამუშაოს წარდგენისათვის საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება; სახელმწიფო პროგრამებისა და სხვა კერძო სადაზღვევოებისთვის დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით;
- დამფინანსებლების (კერძო სადაზღვევო კომპანიები, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია/გამგეობები და სხვა) მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ოპტიმალურ ვადაში მიწოდების უზრუნველყოფა;
- სამედიცინო ქეისების EHR მოდულში გაგზავნის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- უმაღლესი სამედიცინო განათლება; დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი;
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ) წლიანი გამოცდილება;
- ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების დაცვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ გაანცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი
ნახვები
უნიკალური ნახვები
