დღეს - 06 თებ
სტანდარტი
რეგიონალური ნარჩენების განთავსების ობიექტის მენეჯერი
თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, წინწყარო
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება ნარჩენების მინიმიზაცია და გადამუშავება ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება ნარჩენების მინიმიზაცია და გადამუშავება
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო საქონელი და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • ენები: ინგლისური
შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აცხადებს კონკურსს ქვემო ქართლის რეგიონალური ნარჩენების განთავსების ობიექტის მენეჯერის ვაკანსიაზე.
მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ: შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ შეიქმნა 2012 წელს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენენების მართვის კომპანია“ პასუხისმგებელია მუნიციპალური (არასახიფათო) ნაგავსაყრელების მართვაზე ქვეყნის მასშტაბით გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. დღეისათვის კომპანიის მფლობელობაში 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელია.
კომპანიის მისიაა ნარჩენების განთავსების და გადამუშავების შედეგად გარემოზე და ადამიანზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, საქართველოს რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვა და რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მოსახლეობისა და ეკოსისტემების უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ოპერირების სისტემების შექმნა.

ორგანიზაცია: შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“
პოზიციის დასახელება: ქვემო ქართლის რეგიონალური ნარჩენების განთავსების ობიექტის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თეთრიწყარო, სოფელი წინწყარო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

პოზიციის აღწერილობა: მენეჯერი პასუხისმგებელია ობიექტის ყოველდღიური ფუნქციონირების ზედამხედველობაზე, რათა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი ოპერირება. თანამდებობა მოიცავს პერსონალისა და ობიექტის საოპერაციო ხარჯების მართვას, გარმოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად ობიექტის ეფექტიან ოპერირებას. მენეჯერი ასევე ჩართული იქნება ობიექტის მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვაში, შემუშავებასა და განხოციელებაში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ობიექტის ყოველდღიური მუშაობის მართვა
  • საოპერაციო საქმიანობისა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • ობიექტზე შემოსული ნარჩენების ტიპისა და რაოდენობის განსაზღვრის მონიტორინგი (ობიექტზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმებთან და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებთან შესაბამისობის დადგენა) მართვის საინფორმაციო სისტემის პროგრამაში და სათაო ოფისისთვის ინფორმაციის მოწოდება;
  • საოპერაციო ხარჯების აღრიცხვის მონიტორინგი მართვის საინფორმაციო სისტემის პროგრამაში და მონაცემების სათაო ოფისისთვის მოწოდება;
  • პერსონალისთვის შრომის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მონიტორინგი. შემთხვევებისა და ინციდენტების შესახებ სათაო ოფისის დროული ინფორმირება;
  • პერსონალის მართვა და შესაბამისი გადამზადებისათვის წინადადებების სათაო ოფისში წარდგენა;
  • საქართველოს კანონმდებლობისსტანდარტების შესაბამისად ობიექტზე შემოსული ნარჩენების განთავსების კონტროლი;
  • ობიექტზე გამონაჟონი წყლის გამწმენდი სისტემისგამართული მუშობის მონიტორინგი;
  • ობიექტზე დამონტაჟებული ნარჩენებიდან წარმოქმნილი აირების შემკრები სისტემის გამართული მუშაობის მონიტორინგი;
  • ობიექტის ოპერირების პროცესში გარემოსადაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესრულების მონიტორინგი და რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები(კვალიფიკაცია და უნარები):
  • სასურველია მაგისტრის ხარისხი გარემოსდაცვაში/სამოქალაქო ინჟინერიაში .
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე.
  • MS ოფისის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შრომისმოყვარეობა, მოტივირებულობა, დავალების დროულად შესრულების უნარი.
  • კომუნიკაბელურობა.
  • ფორსმაჟორულ გარემოში მუშაობის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩევა ხორცილედება:
  • CV/რეზიუმეების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 16 იანვრიდან 2026 წლის 06 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე hr@waste.gov.ge შემდეგი დოკუმენტები:
  • სამოტივაციო წერილი
  • CV (უნდა შეიცავდეს რეკომენდატორის სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას)
  • დიპლომის ასლი
  • პირადობის ასლი
  • (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილი აპლიკაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან.

გისურვებთ წარმატებას!

ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
ნარჩენების მინიმიზაცია და გადამუშავება
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები