დღეს - 12 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს ანალიტიკა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაბიზნეს ანალიტიკა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბიზნესის ანალიზის მენეჯერი - რეპორტინგის და მოტივაციის ჯგუფი
ადგილმდებარეობა: სათაო / საცალო საბანკო დაკრედიტება და ოპერაციების დაგეგმვა და ანალიზი
მოქმედების ვადა: 14/02/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: სათაო / საცალო საბანკო დაკრედიტება და ოპერაციების დაგეგმვა და ანალიზი
მოქმედების ვადა: 14/02/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
საცალო საბანკო დაკრედიტებისა და ოპერაციების დაგეგმვა / ანალიზის მიმართულებაში, კერძოდ, რეპორტინგის და მოტივაციის ჯგუფში, ვეძებთ ბიზნესის ანალიზის მენეჯერს.
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს საინტერესო და ბანკისთვის მნიშვნელოვან ამოცანებზე. გექნება სრული მხარდაჭერა, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ამოცანები.
რას გააკეთებ?
- ფილიალებისთვის გეგმების შედგენა და თანამშრომლებზე განაწილება
- ფილიალების შედეგების დათვლა
- მოტივაციის სტატისტიკების და სიმულაციების მომზადება
- ფილიალებისთვის პერმანენტული რეპორტების მომზადება და ბიზნესისთვის გაზიარება
- ფილიალების სამოტივაციო სქემის დახვეწა და პროგრამული გამართვა სხვადასხვა მიმართულებების ჩართულობით.
- ფილიალებთან მჭიდრო კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის გაზიარება.
- Ad hoc რეპორტების მომზადება.
კვალიფიკაცია
- საბანკო სექტორში ან ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის უნარი
- საბანკო პროდუქტების და პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების კარგი ცოდნა (Excel - მაღალ დონეზე, Power BI/SQL სასურველია)
- კომუნიკაციის და სტეიკჰოლდერებთან ეფექტური მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/wzNHV
საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს ანალიტიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

