დღეს - 12 თებ
სტარტი
სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@socar.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში „სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე“.
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
(საქართველოს კანონმდებლობით გათვლილი გადასახადების გარეშე);
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი, საწვავზე ფასდაკლების ბარათი.
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
(საქართველოს კანონმდებლობით გათვლილი გადასახადების გარეშე);
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი, საწვავზე ფასდაკლების ბარათი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საცალო და კორპორატიული მომხმარებლების მომსახურება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად: საწვავის შეკვეთის მიღება, შეკვეთის შესაბამისი განაცხადის შექმნა, ანგარიშ ფაქტურის გაგზავნა, საწვავის დარიცხვა საბარათე/სატალონე ანგარიშზე;
- კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
- ახალი მომხმარებლის მოზიდვა;
- მომხმარებელთა პრობლემებისა და საჩივრების მიღება და შესაბამისი რეაგირება;
- მომსახურების ცენტრის დოკუმენტაციის წარმოება და მომხმარებელთა ბაზის განახლება;
- გაყიდვების გეგმის შესრულებაში მონაწილეობა;
- სამუშაო დღის ბოლოს სალაროს ნაშთისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- რუსული და ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- MS Office-ის Basic დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
- დროის მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge. სათაურის ველში მიუთითოთ „სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი“. გისურვებთ წარმატებას!
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
