დღეს - 13 თებ
სტანდარტი
ღია კონკურსი ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 6 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
  • ენები: ქართული
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ნეუ - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს ღია კონკურსს ფსიქოლოგიია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.

პროფესორი - 3;
ასოცირებული პროფესორი - 5;
ასისტენტ - პროფესორი - 3;
ასისტენტი - 5.

საკონკურსო კრიტერიუმები აკადემიური ნიშნით:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
გამოცდილება: სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
გამოცდილება: სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.

ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
განათლება: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.

ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
განათლება: დოქტორანტი.
უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.


წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • კონკურსანტის CV, რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
  • სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
  • შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით მის მიერ არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი (სილაბუსები);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე, ელექტრონულად CD დისკზე;
  • ბოლო პუბლიკაციის, ნაშრომის, წიგნის, მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
  • სხვა ინფორმაცია.

კონკურსის ჩატარების ვადა:
  • კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 15 იანვარს;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 16 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) - 2026 წლის 4 მარტი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) - 2026 წლის 10 მარტი (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე);
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 13 მარტს.
  • საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ადგილზე. ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N 46, ოთახი N 12 1100 საათიდან 1600 საათამდე (შესვენების გარეშე).

საკონტაქტო რეკვიზიტები:
ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 218 52 52
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@neu.edu.ge
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები