დღეს - 13 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ამბულატორიული ქსელი „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის პოზიციზე.
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი ამბულატორიული სერვისების მიწოდება.
სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
- სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის მართვა, მოტივაცია და შეფასება;
- მომსახურეობის ხარისხის სტანდარტების დანერგვა და მონიტორინგი;
- პაციენტთა მომსახურეობის პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
- ფინანსური მაჩვენებლის (ბიუჯეტი, ხარჯები, შემოსავლები) კონტროლი;
- შიდა რეგულაციებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;
- საჩივრების მართვა და პაციენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესება;
- ხელმძღვანელობის რეგულარული ანგარიშგება ფილიალის საქმიანობის შესახებ;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სამედიცინო, მენეჯმენტი)
- მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე.
- ჯანდაცვის სისტემის და ამბულატორიული მომსახურების სპეციფიკის ცოდნა;
- ძლიერი ორგანიზაციული და ლიდერული უნარები;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის მაღალი უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება;
ჩვენის მხრივ გთავაზობთ:
- თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების 50%-იანი თანადაფინანსება ყველა ამბულატორიულ სერვისზე;
- კორპორატიულ დაზღვევას;
- მზარდ და სტაბილურ ანაზღაურებას;
- განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@medison.com.ge „subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
