შემდეგი
დღეს - 14 თებ
სტანდარტი
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@demedici-group.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური
de Medici Travel აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბიზნესის განვითარების მენეჯერი (Inbound ტურიზმი)
ლოკაცია: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00)
ანაზღაურება: საწყისი ფიქსირებული ანაზღაურება — 1,500 ₾ + შედეგზე ორიენტირებული, მაღალი საბონუსე სისტემა (საშუალო მინიმალური თვიური შემოსავალი — 2,800 ₾)
ჩვენს შესახებ
ჩვენი კომპანია de Medici Travel წარმოადგენს საერთაშორისო ტურისტული ჰოლდინგის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომელიც ემსახურება ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კავკასიის ფილიალი ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული სტუმრის მიმართ.
სამუშაო მოვალეობები:
- ახალი უცხოური პარტნიორების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის დაწყება წინასწარ განსაზღვრული ქვეყნების მიხედვით;
- ადგილობრივ სასტუმროებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასებისა და თანამშრომლობის პირობების შეთანხმების მიზნით;
- პარტნიორული ბაზის განახლება, მართვა და განვითარება;
- ადგილობრივი და გლობალური ბაზრების ანალიზი და ახალი ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიკაცია;
- მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების გუნდებთან კოორდინაცია;
- საერთაშორისო გამოფენებსა და პროფესიულ შეხვედრებში მონაწილეობა.
მოთხოვნები კანდიდატისადმი:
- გამოცდილება ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის ან გაყიდვების სფეროში;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ან მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
- ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებების წარმოებისა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარები;
- საოფისე პროგრამებისა (MS Office / Google Workspace / AI) და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- სტრატეგიული აზროვნების უნარი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალობა და კომპანიისადმი ლოიალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და შედეგზე ორიენტირებულ, მაღალ საბონუსე სისტემას;
- სიცოცხლის დაზღვევას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლებას;
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას;
- საქმიანი მოგზაურობებისა და საინტერესო პროფესიონალებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.
როგორ შემოგვიერთდეთ:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@demedici-group.com
სათაურის ველში მიუთითეთ: „ბიზნესის განვითარების მენეჯერი“. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაურთოთ სამოტივაციო წერილი ან მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი პროფესიული გამოცდილების შესახებ.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები