დღეს - 14 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
ფარმაცია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
გეფა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფარმაცევტის თანაშემწე
სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში.
გეფა-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop და AFFLELOU.
გეფა, როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!
ბრენდი: ფარმადეპო & ჯპს
პოზიცია: ფარმაცევტის თანაშემწე
სამუშაო განაკვეთი: სრული/სტუდენტებისთვის მორგებული:
1) 5 დღიანი სამუშაო კვირა, დღეში 6 საათი;
2) 6 დღიანი სამუშაო კვირა, დღეში 5 საათი.
ჩვენს თანამშრომელს ვთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლისა და მუშაობის შეთავსებას;
- ჯანმრთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანადაფინანსებას;
- Fitpass;
- მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში;
- პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდსა და სამუშაო გარემოს.
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:
- რომელსაც აქვს უმაღლესი ან არასრული სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება;
- ეძებს ფარმაცევტულ სფეროში თავის პირველ სამსახურს;
- აქვს სურვილი მიიღოს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
- არის გულისხმიერი და ყურადღებიანი;
- კარგად შეუძლია მომხმარებელთან კომუნიკაცია.
რა იქნება ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!
მომხმარებლის საჭიროების დადგენა, მომსახურების გაწევა და შესაბამისი სააფთიაქო ასორტიმენტის შეთავაზება/კონსულტირება;
აფთიაქში არსებული პროდუქციის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
პროდუქციისა და დარბაზის სივრცის მერჩენდაიზინგის სტანდარტის შესაბამისად განლაგება და კონტროლი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/uPJLtPle
"გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სამედიცინო
ფარმაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
