დღეს - 21 იან
სტარტი
სარელეო დაცვის სპეციალისტი
ბათუმი
გორის მუნიციპალიტეტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ენერგეტიკა სარელეო დაცვის სისტემები
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
პოზიციის დასახელება: სარელეო დაცვის სპეციალისტი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი, გორი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 21 იანვარ, 2026 წ.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს სარელეო დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები და ვალდებულებები:
  • სარელეო დაცვის, ელექტროავტომატიკის მოწყობილობების, მეორადი კომუტაციის სქემების, დენის და ძაბვის ტრანსფორმატორების წრედების გაწყობა-გამოცდასა და გეგმიურ საექსპლუატაციო შემოწმებებში მონაწილეობის მიღება;
  • გრაფიკის მიხედვით სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობების პროფილაქტიკურ და აღდგენით სამუშაოების შესრულება;
  • ავარიის შემდგომი აღდგენითი სამუშაოების შესრულება;
  • დირექტიული მასალებისა და მეთოდური მითითებების შესრულება;
  • ყოველდღიური ანგარიშების წარდგენა
  • დაცვის და ავტომატიკის მოქმედების სისტემატიური აღრიცხვა;
  • საჭიროების შემთვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის

მოთხოვნები:
  • უმაღლესი ელექტროტექნიკური განათლება
  • უსაფრთხოების III საკვალიფიკაციო ჯგუფი.
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2026 წლის 21 იანვარი ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ვერ მოხდეს განაცხადის განხილვა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
ენერგეტიკა
სარელეო დაცვის სისტემები
ნახვები
უნიკალური ნახვები