20 იან - 14 თებ
სტარტი
წყალსადენის სისტემების ინჟინერი
თბილისი, დიდი დიღომი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო სანტექნიკა, სარწყავი სისტემები, კომპიუტერული გრაფიკა/CAD ინჟინერია წყლის რესურსების ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ყავა / ხილი / სნექები,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ცხოველებისთვის მეგობრული ოფისი

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    სამშენებლო სანტექნიკა, სარწყავი სისტემები, კომპიუტერული გრაფიკა/CAD
    ინჟინერია წყლის რესურსების ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    მშენებლობა მშენებლობა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
  • ენები: ინგლისური
ვოლტს’’ აცხადებს ვაკანსიას წყალსადენის სისტემების ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანია 2018 წლიდან საქმიანობს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს საინჟინრო სისტემების პროექტირებასა და ინსტალაციას, შემდგომი ტექნიკური სერვისით. ძირითადი მიმართულებები მოიცავს: გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის (HVAC) სისტემებს; წყალმომარაგებისა და წყალარინების (Plumbing) ინფრასტრუქტურას; სანიაღვრე სისტემებს; ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების, სახანძრო ვენტილაციისა და დეტექციის ტექნოლოგიებს; ასევე ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენების სისტემებს, რაც მოიცავს კომპიუტერულ ქსელებს, ვიდეომეთვალყურეობას, დაშვების კონტროლის სისტემებსა და ავტომატიზაციას.

აღნიშნულ პოზიციაზე განვიხილავთ როგორ გამოცდილ, ისე გამოუცდელ კანდიდატებს (შესაბამისი მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტებს).

ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის წყალსადენის ქსელის (წყალმომარაგება, კანალიზაცია და სხვ.) სისტემების პროექტირება.
  • დანადგარების განლაგების, სქემებისა და დეტალური ტექნიკური ნახაზების შექმნა.
  • ადგილობრივი ნორმებისა და ინდუსტრიული სტანდარტების დაცვა.
  • ინჟინრული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და ტექნიკური გამოთვლების წარმოება.
  • არქიტექტორებთან, კონსტრუქციულ ინჟინრებთან და სხვა MEP დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობა სისტემების ოპტიმალურად ინტეგრაცია.
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის სპეციფიკაციები, გამოთვლები და ანგარიშები.
  • პროექტის მოთხოვნების მიხედვით დიზაინის გადახედვა და რევიზია.
  • ობიექტებზე ვიზიტების ჩატარება (საჭიროებისამებრ);
  • Revit და AutoCAD-ის გამოყენება 3D მოდელებისა და 2D ნახაზების შესაქმნელად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია Revit ან AutoCAD პროგრამების ცოდნა სისტემების პროექტირებისთვის.
  • აუცილებელია MsOffice პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე:
  • სქემების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდერტებისა და კანონმდებლობის ცოდნა.
  • აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული (განვიხილავთ გამოცდილ და გამოუცდელ კანდიდატებსაც);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიულ განვითარებას და კარიერულ პერსპექტივებს;
  • საჭიროებისამებრ, მივლინებებს საქართველოს/მსოფლიოს მასშტაბით ან დროებით ბაზირებას პროექტის ადგილმდებარეობაზე;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@volts.ge , 2026 წლის 17 თებერვლამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს “ვოლტს“-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
სამშენებლო
სანტექნიკა,
სარწყავი სისტემები,
კომპიუტერული გრაფიკა/CAD
ინჟინერია
წყლის რესურსების ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები