21 იან - 15 თებ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საკრედიტო ადმინისტრირება, საკრედიტო პორტფელის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე - ლაგოდეხი
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
- მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
- მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
- მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა.
სავალდებულო მოთხოვნები:
- განათლება:უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულება.
სამუშაო გამოცდილება:
- მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება მიკრო / მცირე / საშუალო / აგრო დაკრედიტების მიმართულებით ბანკში და/ან საკრედიტო ორგანიზაციაში.
ანაზღაურება:ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
- ორგანიზებულობა, ენერგიულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
- გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 15 თებერვალი, 2026 წელი.
ვაკანსიის ბმული: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/mikro-sakredito-eksperti-lagodexi-lagodekhi-6bKd2W
საბანკო
საკრედიტო ადმინისტრირება,
საკრედიტო პორტფელის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

