შემდეგი
დღეს - 19 თებ
სტარტი
საერთაშორისო გაყიდვების და ექსპორტის მენეჯერი
რუსთავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@palatillc.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების და ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზმიაშვილის 4 ;
ანაზღაურება - 3 000 ლარიდან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
- ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ლოგისტიკის ჯაჭვის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საერთაშორისო გაყიდვების/ექსპორტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო ბაზრის ანალიზის საფუძველზე, ახალი კლიენტების მოძიება და არსებულის პორტფელის მართვა;
- არსებული გაყიდვების პოლიტიკის შესაბამისად, კლიენტებისთვის პირობების მორგება;
- მოლაპარაკებების წარმართვა ყველა დონეზე უშუალო ზედამხედველობის ქვეშ;
- პროგრამაში მუშაობა, ინფორმაციის ანალიზი და რეპორტების წარმოება;
- „გაყიდვიდან - კლიენტთან მიწოდებამდე“ პროცესის ზედამხედველობა;
- შესაბამისი გადამზიდი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკება და ლოჯისტიკის პროცესის მეთვალყურეობა;
- პროდუქციის ექსპორტზე გაშვების უზრუნველყოფა საჭირო დოკუმენტაციით;
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან წამოსული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები