21 იან - 19 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული,რუსული,ინგლისური
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგურ "დიდუბედან")
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00, (1 სთ. შესვენება)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2000 ლ. ამასთანავე გაყიდვების შედეგიდან გამომდინარე ყოველთვიურ ბონუსს.
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულების ზედამხედველობა
- ბაზრის ანალიზი და გაყიდვების გეგმის შედგენა/მართვა
- გაყიდვების მიზნების დასახვა და მათი შესრულების მონიტორინგი
- კომპანიის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში
- კომპანიის პროდუქციის წარდგენა პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან
- კლიენტებთან გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ფორმირება
- გაყიდვების პროცესის სრული მართვა CRM სისტემის გამოყენებით
- არსებულ და პოტენციურ კლიენტთა ბაზების მართვა CRM პლატფორმებში
- ტენდერების მონიტორინგი და მონაწილეობა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებით
- გაყიდვების მონაცემების ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელობისთვის
- მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება
- გაყიდვებთან დაკავშრებული დოკუმენტაციის მართვა
- პერიოდული ანგარიშების მომზადება და კომპანიის მენეჯმენტისთვის წარდგენა
- შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება პოტენციურ კლიენტებთან
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
რას მოველით კანდიდატისგან:
- სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილებას B2B გაყიდვების მიმართულებით
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას
- მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის უნარს
- სტრატეგიული აზროვნებისა და მონაცემების ანალიზის უნარს
- ქართულად გამართულად მეტყველებისა და წერით უნარებს
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნას სულ მცირე B2 დონეზე მაინც
- კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნას (MS Office: Word, Excel, PowerPoint და ა.შ.)
- ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას
- Fit pass ბარათს
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- მონაწილეობას ინოვაციურ და საერთაშორისო პროექტებში
- პროფესიული სწავლებასა და განვითარებას.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/fVKsG54b
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

