21 იან - 19 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისებისაყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში HR ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- პერსონალთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმის წარმართვა.
- კანონმდებლობის, პროცედურებისა და სტანდარტების შესაბამისად საკადრო დოკუმენტაციის მომზადება (შრომითი ხელშეკრულება, საკადრო გადაადგილება, შვებულება და ა.შ.)
- სახელფასო ტაბელზე მუშაობა
- სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
- კომპანიაში არსებული სამოტივაციო პროექტებში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლსი განათლება;
- მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- შრომის კოდექსის ზედმიწევნით ცოდნა;
- 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ;
სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
კვება;
Fitpass;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

