22 იან - 06 თებ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბიუჯეტირება და პროგნოზირება, ფინანსური ანალიზი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ბიუჯეტირება და პროგნოზირება, ფინანსური ანალიზი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - ენები: ინგლისური,რუსული
„ჯიაიჯი ჰოლდინგი“ აცხადებს ბიუჯეტირების და რეპორტინგის უმცროსი ანალიტიკოსის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჰოლდინგის კომპანიების ყოველთვიური, კვარტალური, წლიური, მენეჯერული რეპორტების მომზადება, ბიუჯეტთან და წინა პერიოდებთან გადახრების ანალიზი;
- ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ყოველთვიური, წლიური ბიუჯეტების მომზადება, ანალიზი;
- ანგარიშგებებისა და ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება სხვა განყოფილებებიდან;
- ჰოლდინგსი შემავალ კომპანიებში ERP პროგრამაში მენეჯერული რეპორტების დანერგვა;
- ჰოლდინგში შემავალი კომპანიების პერიოდული პროგნოზების მომზადება/ანალიზი;
- სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება;
- უშუალო მენეჯერის დავალებით განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შესაძლო საკითხებზე მუშაობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, აუდიტის ან ზოგადი მენეჯმენტის განხრით;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბიუჯეტირების ან რეპორტინგის სფეროში;
- Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel-ის ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
სასურველი პიროვნული მახასიათებლები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, საწევროს დაფინანსება Snap Fitness-ში.
განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს:https://cleverstaff.net/i/vacancy-aPSWVf
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 06.02.2026
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია / ფინანსები
ბიუჯეტირება და პროგნოზირება,
ფინანსური ანალიზი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

