22 იან - 15 თებ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სხვა, მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
სს ,,საქართველოს ბანკის'' დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საცალო ბიზნესის უმცროსი დისტანციური ბანკირის პოზიციაზე ქ. თბილისში. (ოფისი მდებარეობს საბურთალოს ტერიტორიაზე)
ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:
ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:
- აწარმოო წინასწარ განსაზღვრული სეგმენტის მომხმარებლებთან (ფიზიკურ პირებთან) პროაქტიული კომუნიკაცია დისტანციურად, ძირითადად სატელეფონო არხით, საჭიროების შემთხვევაში მეილით;
- მომხმარებლებს მონაცემების, დადგენილი საჭიროებების და მიზნების შესაბამისად შესთავაზო საბანკო პროდუქტები და მომსახურება, კონსულტაცია გაუწიო დისტანციური არხებით;
- განავითარო მომხმარებელთა პორტფელი დასახული ამოცანების შესაბამისად.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
- განათლება: უმაღლესი ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ( III ან IV კურსის სტუდენტი), სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება:სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა, უნარები:
- ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური და სასურველია რუსული;
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკებისა და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა
ჩვენ გთავაზობთ:
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე!
- საბანკო პროდუქტების, პროცედურებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს;
- მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
- სტუდენტებზე მორგებულ განრიგს - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 5 საათიანი მცოცავი გრაფიკით: 10:00-15:00 და 15:00-20:00;
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე!
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/sacalo-biznesis-umcrosi-distanciuri-bankiri-tbilisi-YPGl7L .
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 15 თებერვალი, 2026
საბანკო
სხვა,
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

