22 იან - 20 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სს "თიბისი’’ აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე
ადგილმდებარეობა: სათაო / უზრუნველყოფის მართვის და შეფასების განყოფილება
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
ქონებების შეფასების და უზრუნველყოფის პროცესების ეფექტიანი კოორდინაცია, შეფასების პროცესში ჩართულ მხარეებს შორის ფორმალური და ოპერაციული კომუნიკაციის უზრუნველყოფა - მათ შორის, კონტრაქტებით განსაზღვრული ურთიერთობების მართვა და ყოველდღიური კომუნიკაცია (ელ.ფოსტა, სატელეფონო კომუნიკაცია და სხვა არხები). საქმიანობა მოიცავს შეფასების პროცესის ოპერაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას და კონტროლს შეფასების პროცესის დროულად, ხარისხიანად და შიდა რეგულაციებთან შესაბამისობით განხორციელების მიზნით.
როგორც ოპერაციების მართვის მენეჯერი, იმუშავებ შემდეგ ამოცანებსა და პროექტებზე:
- ქონებების შეფასების პროცესის კოორდინაცია - შეფასების დავალებების მიღება, ორგანიზება/განაწილება და პრიორიტეტიზაცია
- შეფასების პროცესში მონაწილე სხვადასხვა მხარეს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა
- შეფასების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვა საერთო მოხმარების ფოლდერებში
- ბანკის თანამშრომლების უზრუნველყოფა შეფასების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით მოთხოვნის შესაბამისად
- შეფასების პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ შიდა პროექტებში მონაწილეობა
შენი საქმიანობა იქნება:
- შეფასების პროცესში მონაწილე მხარეებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლის უზრუნველყოფა
- შეფასების პროცესთან დაკავშირებული მონაცემებისა და დოკუმენტების სისტემატიზაცია და განახლება
- შიდა მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი ინფორმაციისა და ფაილების მიწოდება
- შეფასების პროცესში გამოვლენილი შეფერხებებისა და პრობლემური საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა
- შეფასების პროცესის ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული პრაქტიკული ინიციატივების მხარდაჭერა
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი
- სხვადასხვა ამოცანის პარალელურად მართვის/ამოცანებს შორის სწრაფი გადართვის უნარი
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (MS Office)
- საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ქონების შეფასების პროცესის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს:https://smrtr.io/wL2xv საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

