22 იან - 21 თებ
სტანდარტი
სტაჟიორი ლაბორანტ-ანალიტიკოსი
კასპის მუნიციპალიტეტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: careers@cement.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
სამშენებლო მასალების წარმოება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):წარმოება/ოპერაციები
სამშენებლო მასალების წარმოება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას კასპის ცემენტის ქარხანაში სტაჟიორი ლაბორანტ-ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში სამუშაო, 12 საათიანი ცვლა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- განრიგის მიხედვით სინჯების აღება და მოტანა;
- კლინკერის და ცემენტის ანალიზების გაკეთება XRF, XRD-ზე და გრანულომეტრზე;
- ჩატარებული ანალიზების შედეგების დროული გაციფრულება;
- დარღვევების შემთხვევაში ცვლის უფროსის დროული ინფორმირება;
- დაიცვას მოწყობილობების და ლაბორატორიული აპარატურის ექსპლუატაციის წესები;
- ცვლის მიღება ჩაბარების ჟურნალის გაცნობა და შევსება;
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ქიმიის ან მჭიდა მასალების ტექნოლოგიის მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- MS Offices კარგი ცოდნა;
- მონაცემთა ანალიზის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები:
- ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
- კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
- •დეკრეტული შვებულების სრული ანაზღაურება;
- ფულადი დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ლაბორანტ-ანალიტიკოსი (კასპი)
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმოება/ოპერაციები
სამშენებლო მასალების წარმოება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

