დღეს - 25 თებ
სტარტი
ადმინისტრაციული ერთეულის მენეჯერი
თბილისი, თემქა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@jerarsi.ge
ტელეფონი:
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ცხადდება ვაკანსია კლინიკა ,,ჯერარსში’’ ადმინისტრაციული ერთეულის მენეჯერის პოზიციაზე:
მისამართი: ქ. თბილისი, თემქა, მუხიანის ქუჩა №2ა
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00 სთ - 18:00 სთ
კლინიკა ეძებს ადმინისტრაციული ერთეულის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ადმინისტრაციული, ტექნიკური და დამხმარე გუნდების კოორდინაციაზე, შიდა პროცესების გაუმჯობესებასა და პაციენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკის ადმინისტრაციული ერთეულის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა
- ადმინისტრაციული პერსონალის კოორდინაცია და კონტროლი
- პროცედურებისა და სტანდარტების დანერგვა და შესრულების კონტროლი
- ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის გაზრდა
- უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშების მომზადება
- კლინიკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კომუნიკაცია
- კლინიკის ტექნიკური გამართულობის კონტროლი (ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და ა.შ)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ადმინისტრაციულ ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდთან მუშაობის უნარი
- პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office; კლინიკური პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ადმინისტრაციული ერთეულის მენეჯერის”
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი’’-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს’’-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
