შემდეგი
დღეს - 24 თებ
ვიპ
იურისტი
თბილისი
გლობალ დილერ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy.lawyer2024@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები
საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1600 - 1900
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები
საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
შპს “გლობალ დილერ”, რომელიც არის მობილური ტელეფონებისა და ტექნიკის იმპორტიორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
- მოამზადოს და გააფორმოს ხელშეკრულებები;
- უზრუნველყოს საკანონმდებლო სიახლეების მოძიება, სამართლებრივი კონსულტაცია;
- განახორციელოს ნოტარიუსებთან, მთარგმნელობით ბიუროებთან ურთიერთობა და ა.შ.
- მოაწესრიგოს კომპანიის იურიდიული მხარე: შრომითი ურთიერთობის დოკუმენტები, იჯარის დოკუმენტები და სხვა კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტების იურიდიული მომზადება.
- დაიცვას კომპანიის ინტერესები სასამართლოებში, კონკურენციის სააგენტოში არბიტრაჟსა თუ სხვა.
- შემოსული სარჩელებისა და საჩივრების სამართლებრივი ანალიზი და ზოგ შემთხვევაში შესაგებლის მომზადება;
- სასამართლო დავებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, მტკიცებულებების მომზადება;
- ზეპირი და წერილობითი იურიდიული კონსულტაციის გაწევა ორგანიზაციის სტრუქტურული დანაყოფებისთვის;
- მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პერიოდული ანალიზი;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ანაზღაურება 1600-1900 ლარი (კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით)
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრი);
- ადვოკატის მოწმობა (სასურველი, მაგრამ არასავალდებულო);
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია საცალო ვაჭრობის ან/და ტექნიკის სფეროში);
ანაზღაურება 1600-1900 ლარი (კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით vacancy.lawyer2024@gmail.com
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები