26 იან - 25 თებ
ვიპ CV
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული,ინგლისური
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.
PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- გენერალური მენეჯერისა და ხელმძღვანელი გუნდის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- ზარების მიღება, შეკითხვებზე პასუხი და საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება;
- კორპორატიული მივლინებების სრულად კოორდინაცია (დოკუმენტაცია, ბრძანებები, ხარჯები, 1C სისტემა);
- სასტუმროების ჯავშნა, შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება საქართველოში და საზღვარგარეთ;
- ოფისის ადმინისტრირება (იჯარა, რემონტი, ინვენტარი, ავეჯი);
- შიდა და გარე ღონისძიებების, მათ შორის online შეხვედრების (MS Teams) ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერა;
- ტენდერებთან და მომსახურების მომწოდებლებთან მუშაობა (ტაქსი, ტურისტული სააგენტოები და სხვ.);
- ხელშეკრულებების კოორდინაცია, პირობების შეთანხმება და გადახდების მონიტორინგი 1C სისტემაში, კომპანიის პროცედურების დაცვით;
- შიდა ღონისძიებებისა და თანამშრომელთა აქტივობების ორგანიზება, დოკუმენტბრუნვისა და საკურიერო პროცესების მართვა.
კანდიდატის პროფილი:
- უმაღლესი განათლება
- 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციის, ღონისძიებებისა და ოფისის მართვის მიმართულებით
- MS office მაღალ დონეზე ცოდნა
- ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა
- ძლიერი კომუნიკაციის უნარები
- შედეგებზე ორიენტირება
- ეფექტური მუშაობის უნარი სწრაფად ცვალებად გარემოში
რას გთავაზობთ:
- განვითარება და წინსვლა პეპსიკოს პროფესიონალთა გუნდთან ერთად
- კონკურენტული საკომპენსაციო და ბენეფიტების პაკეტი
- წვდომა პეპსიკოს უნიკალურ სასწავლო პლატფორმებსა და პროგრამებზე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 1
