26 იან - 25 თებ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
მონაცემთა ანალიტიკა ბუღალტერიაში - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
მონაცემთა ანალიტიკა ბუღალტერიაში - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: C კატეგორია
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს უფროსი ბუღალტერ-ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; ჰიბრიდული, 40 სთ/კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
კანდიდატის პროფილი:
რას გთავაზობთ?
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს უფროსი ბუღალტერ-ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; ჰიბრიდული, 40 სთ/კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
- აქტივების აღიცხვის და მართვის პროცესის განხორციელება, ზედამხედველობა და სწორი აღრიცხვის უზრუნველყოფა კომპანიის პოლიტიკისა და US GAAP-ის შესაბამისად;
- მარაგების, საქონლის და ძირითადი საშუალებების და მათი ხარჯების აღრიცხვის ეფექტური განხორციელება და ზედამხედველობა;
- წარმოებული, იმპორტირებული საქონლის/მარაგების და ძირითადი საშუალებების ფინანსური მონაცემების დროული დამუშავება და წარდგენა მენეჯმენტისთვის
- ფინანსური ანგარიშგების პროცესების და სააღრიცხვო სისტემების ზედამხედველობა გაყიდული საქონლის ღირებულების, მარაგებისა, ძირითადი საშუალებების და მათი გადასახდელი თანხების ნაწილში;
- მენეჯმენტისთვის სხვადასხვა ტიპის და ფორმის ანგარიშგების მომზადება და წარდგენა
- აქტიური მონაწილეობა ინიციატივებსა და პროექტებში, სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელობა და პროცესების ლიდერობა
- თვის დახურვის პროცესების ეფექტურად და დროულად უზრუნველყოფა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად
- პროცესების შესაბამისი კონტროლების შესრულების ეფექტურობის უზრუნველყოფა
- გუნდის წევრების განვითარებაზე ზრუნვა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა
კანდიდატის პროფილი:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან აუდიტის მიმართულებით, ACCA კვალიფიკაცია სასურველია;
- 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიზის/საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით
- MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით Excel; სასურველია 1С.
- სასურველია IFRS და მენეჯერული ანგარიშგების/აღრიცხვის ცოდნა
- წარმოების პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ანალიტიკური აზროვნების ძლიერი უნარი;
- ქართული ენის ცოდნა თავისუფლად; რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა ძალიან კარგად
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ძლიერი მოტივაცია, დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა;
- ენერგიულობა, ინიციატივის და პროცესის ლიდერობის წარმოჩენა;
- გუნდურად მუშაობის უნარი
რას გთავაზობთ?
- გუნდისა და ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა
- კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი
- ტრანსპორტირება მ/ს ისანი, მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
ბუღალტერია / ფინანსები
მონაცემთა ანალიტიკა ბუღალტერიაში
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0
