26 იან - 24 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
გეფა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკური ასისტენტი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/pWvoJd5
სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში.
გეფა-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop და AFFLELOU.
გეფა, როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!
ბრენდი: ფარმადეპო & ჯპს
სამუშაო განაკვეთი: ცვლები/გრაფიკები
ლოკაცია: თბილისი
ჩვენს თანამშრომელს ვთავაზობთ:
- ჯანმრთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს;
- მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში;
- პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდსა და სამუშაო გარემოს.
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:
- ეძებს ფარმაცევტულ სფეროში თავის პირველ სამსახურს;
- აქვს საოფისე და სააფთიაქე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- არის გულისხმიერი და ყურადღებიანი;
- არის გუნდური მოთამაშე.
რა იქნება ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!
- მომხმარებელთა მომსახურების პროცესში ჩართული თანამშრომლების დახმარება;
- საწყობიდან მოსული/გასაგზავნი პროდუქციის რაოდენობით მითვლა და დადგენილი წესით თაროებზე განთავსება;
- აფთიაქში არსებული პროდუქციის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციისა და დარბაზის სივრცის მერჩენდაიზინგის სტანდარტის შესაბამისად განლაგება და კონტროლი.
"გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/pWvoJd5
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
