დღეს - 24 თებ
სტანდარტი
ქიმიკოსი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, წილკანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები ქიმიური წარმოება
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები ღვინო და ალკოჰოლური სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    წარმოება/ოპერაციები ქიმიური წარმოება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო საქონელი და სერვისები ღვინო და ალკოჰოლური სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
Georgian Beer and Beverages Group (GBBG) არის საერთაშორისო ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჯგუფის, Royal Swinkels-ის ნაწილი. GBBG აერთიანებს ორ კომპანიას: გლობალ ბიერ ჯორჯიასა (GBG) და საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკას (GDL).
კომპანიების შესახებ:
გლობალ ბიერ ჯორჯია (GBG) - ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულ პროცესს - ლუდისა და ლიმონათის წარმოებას, მარკეტინგსა და გაყიდვებს, ასევე, ახდენს სხვადასხვა ბრენდების იმპორტსა და ექსპორტს. აღნიშნული ბრენდებია - ბავარია, ყაზბეგი, შავი ლომი, კაიაკი, აისი, 8.6, B52 და ლიმონათი “ყაზბეგი”.
საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა (GDL) – დისტრიბუციის სფეროში 17 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს დისტრიბუციასა და მესამე მხარის ლოგისტიკის (3PL) სერვისს; 6 ფილიალისა და რეგიონული გაყიდვების ჯგუფების მეშვეობით ემსახურება 12,000-ზე მეტ მომხმარებელს. GDL-ის პორტფელი მოიცავს GBG-ისა და, ასევე, მესამე მხარის პროდუქტებს, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელები, ყავა „ლავაცა“, წყალი, ღვინო და სხვა.

GBBG-ში წარმატებით ვმუშაობთ სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ ინდუსტრიაში ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის, ენთუზიაზმის, კრეატიულობისა და ერთგულების წყალობით. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში. თუ გსურთ, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქართული სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში - მოხარული ვიქნებით თქვენი გამოხმაურებით.

“გლობალ ბიერ ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოსის პოზიციაზე, სოფელ წილკანში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ლუდისა და ლიმონათის წარმოების პროცესების კონტროლი დადგენილი პროცედურებისა და ხარისხის გეგმის შესაბამისად.
  • ნედლეულის, დამხმარე მასალების, მზა პროდუქციის ნიმუშების აღება/შერჩევა,ანალიზის ჩატარება და რეგისტრაცია ხარისხის გეგმის მიხედვით;
  • ქიმიური ლაბორატორიის შიდა კონტროლი, ქიმიური ანალიზების სიზუსტის შემოწმება;
  • სტანდარტული და სამუშაო ქიმიური ხსნარების მომზადება, მათი შენახვის პირობების გაკონტროლება;
  • ლაბორატორიული ტექნიკის მიზნობრივად გამოყენების კონტროლი;
  • მზა პროდუქციისთვის ხარისხის სერტიფიკატების შედგენა;
  • პირველი დონის შიდა ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ქიმიის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; (სასურველია კვების წარმოებაში)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალობა;
  • შრომისმოყვარეობა.

გარანტიები:
  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
  • სამუშაო განაკვეთი: სრული. ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი
  • შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
  • შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancygbg@gbbg.ge ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ სქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
წარმოება/ოპერაციები
ქიმიური წარმოება
ნახვები
უნიკალური ნახვები