28 იან - 27 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
პერსონალური ფინანსების მენეჯმენტი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგიონის/ქვეყნის მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
პერსონალური ფინანსების მენეჯმენტი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვარეგიონის/ქვეყნის მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - ენები: ქართული
"თიბისი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური საბანკო მომსახურების და ქსელის რეგიონალური დირექტორის პოზიციაზე - დასავლეთი/აჭარა
ადგილმდებარეობა: დასავლეთი/აჭარა
მოქმედების ვადა: 10/02/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: დასავლეთი/აჭარა
მოქმედების ვადა: 10/02/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
როლის მიზანი:
პერსონალური საბანკო მომსახურების და ქსელის რეგიონალური დირექტორი პასუხისმგებელია რეგიონში ბანკის სტრატეგიული მიზნების განხორციელებასა და პერსონალური საბანკო მომსახურების ეფექტურ მართვაზე. იგი ხელმძღვანელობს რეგიონულ გუნდს, ორიენტირებულია ბაზრის წილის ზრდასა და ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. ის კოორდინირებას უწევს რესურსებს, ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და მათი მოტივაციის შენარჩუნებაზე. დირექტორი აკონტროლებს მომსახურების სტანდარტების შესრულებას, აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და უზრუნველყოფს ფილიალების ოპერაციულ ეფექტურობას. იგი მონტიტორინგს უწევს რისკებს და უზრუნველყოფს პრობლემური საკითხების დროულ გადაჭრას
პერსონალური საბანკო მომსახურების და ქსელის მართვის რეგიონალური დირექტორის ძირითადი პასუხისმგებლობები
- რეგიონის თანამშრომლებისთვის ბანკის სტრატეგიის გაცნობა და სტრატეგიული მიზნების ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვის მხარდაჭერა
- რეგიონის გეგმების შემუშავებაში და განაწილებაში მონაწილეობა
- გაყიდვების პროცესის და კამპანიების სტრატეგიულ დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა
- ბაზრის, მომხმარებლის ქცევის და პორტფელის მონაცემების ანალიზი და ახალი შესაძლებლობების გამოვლენა
- რეგიონში არსებული კონკურენტების პროდუქტების და გაყიდვების არხების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და შესაბამისი გაუმჯობესებების განხორციელება
- გეგმების შესრულების მართვა - კონტროლი, გადახრების ანალიზი, შესრულების გაუმჯობესების გზების დაგეგმვა და ეფექტური აღსრულება
- რეგიონში ბაზრის წილის მუდმივ ზრდაზე და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
- რეგიონის მასშტაბით, ფილიალების მომგებიანობის და ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება
- მენეჯერული როლების მხარდაჭერა და ეფექტური კოორდინაცია დასახული მიზნების მისაღწევად
- რეგიონის მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობა
- მომსახურების მაღალი და ერთიანი სტანდარტის დაცვა ყველა ფილიალში
- მომსახურების ხარისხზე დაკვირვება, პრობლემების იდენტიფიცირება და გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება და ღონისძიებების გატარება;
- რეგიონის მასშტაბით, მომსახურების სტანდარტის დანერგვა, მათ შორის თანამშრომელთა პროფესიული, ვიზუალური სტანდარტების და დრესკოდის დაცვა
- რეგიონის მასშტაბით, ფილიალებში გარემოსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებულობის მონიტორინგი/ადმინისტრაციული ხარისხის მართვა
გუნდის მართვა და განვითარება
- რეგიონის მასშტაბით, ლიდერული და არალიდერული როლების თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობა
- თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა, ლიდერულ და გაყიდვების/ბიზნეს უნარებში
- ფილიალების დირექტორების სამუშაოს შესრულების მართვა და რეგულაური უკუკავშირი
- თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა
რისკის და კონტროლის მართვა
- რეგიონში არსებული რისკების გამოვლენა, შეფასება და მუდმივი მონიტორინგი
- შიდა აუდიტის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო ქმედებების განხორციელება
- კომიტეტის ოქმებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი
- რეგიონში ოპერაციული სტანდარტებისა და რეგულაციების შესრულების უზრუნველყოფა
ფილიალების ქსელის მართვა
- რესურსების სწორი განაწილება, თანამშრომელთა დატვირთვისა და პროდუქტიულობის მართვა
- სხვადასხვა სეგმენტიდან წამოსული ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე, ადმინისტაციულ მართვაში ჩართულობა და მხარდაჭერა
- რეგიონის მასშტაბით, ფილიალების ადმინისტრაციული მართვის ზედამხედველობა და კონტროლი
- რეგიონის მასშტაბით, ახალი ლოკაციების იდენტიფიცირება და ქსელის განვითარება
კვალიფიკაცია
კვალიფიკაცია და გამოცდილება:
- ფილიალის დირექტორის გამოცდილება, სადაც არის კონცეპტის მიმართულება;
- კონცეპტის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
პირადი უნარები:
- სტრატეგიული ხედვა და განვითარებული ანალიტიკური აზროვნება
- მრავალფუნქციური გუნდებისა და ლიდერების მართვის გამოცდილება
- მაღალი დონის კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი სხვადასხვა სტეიკჰოლდერთან
- შედეგებზე ორიენტირებული მართვის სტილი და შესრულების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა
- დიდი მასშტაბის საქმიანობის დაგეგმვის, ორგანიზებისა და ეფექტიანი შესრულების უნარი
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/wTpHv
საბანკო
პერსონალური ფინანსების მენეჯმენტი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგიონის/ქვეყნის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები

