28 იან - 26 თებ
სტანდარტი
ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 29 24 24
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1750
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):შეკეთება / მონტაჟი
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
კომპანია „ფემილი რითეილი“ — 15 წლიანი გამოცდილების მქონე, სწრაფად მზარდი ქსელი სავაჭრო სექტორში, რომელიც აერთიანებს მაღაზიათა ქსელ „ფემილი“-სა და საკვების საწარმო „ფემილი ფუდს“.
ვაკანსია: ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი
სამუშაოს ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტებზე ტექნიკური სამუშაოების შესრულება (ელექტროობა, წყალგაყვანილობა და სხვა წვრილმანი საკითხები);
- ინვენტარის, ტექნიკისა და ავეჯის მონტაჟი, გადაადგილება, დასაწყობება;
- ტექნიკური პრობლემების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა;
- პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა და პრევენცია;
- გეგმიური და არაგეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
- ტექნიკური აღჭურვილობის მონიტორინგი და გამართვა;
- ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1750 ლარი
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №21
მოთხოვნა: ტექნიკურ სფეროში სამუშაო გამოცდილება აუცილებელია
თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/…/1FAIpQLSeDxZq6MAe3vClyQW…/viewformან დარეკეთ მითითებულ ნომერზე (+995) 577 29 24 24
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის პოტენციური დამსაქმებლისათვის კანდიდატის მიერ გამოგზავნა ჩაითვლება მის თანხმობად, რომ შპს „ფემილი რითეილი“ დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის და მასთან კონტაქტი. თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება მათი დამუშავება.
გისურვებთ წარმატებებს !
შეკეთება / მონტაჟი
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება
ნახვები
უნიკალური ნახვები
