29 იან - 26 თებ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1300
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
„ენთები“ წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს აუთსორსინგულ კომპანიას ფინანსური სერვისების სფეროში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ბუღალტრულ, ფინანსურ, საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებებს.
კომპანია დაფუძნდა 2015 წელს და დღემდე ყოველდღიურად ემსახურება 700-ზე მეტ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: https://ants.ge/
„ენთები“ აცხადებს ვაკანსიას ოფისისა და ადმინიტრაციული პროცესების კოორდინატორის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდის მთავარი უპირატესობა არის მუდმივი განვითარება, პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და სტაბილური სამუშაო გარემო.
შემოუერთდი „ენთების“ გუნდს და გახდი პროგრესული და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის ნაწილი.
სამუშაო პირობები:
განაკვეთი: სრული, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა (მეტრო დელისთან ახლოს);
ანაზღაურება: 1300 ლარი Net.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება და ყოველდღიური საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
- ოფისში შემოსული ვიზიტორების დახვედრა და გადამისამართება შესაბამის პირებთან;
- კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და მომხმარებლების გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში;
- კორესპონდენციის მართვა, ოფისში შემოსული საფოსტო გზავნილების მიღება და ადრესატისთვის ჩაბარების უზრუნველყოფა;
- მიღება-ჩაბარებების გაფორმება და საქმიანი მიმოწერა კომპეტენციის ფარგლებში;
- შეხვედრების, გასაუბრებებისა და პრეზენტაციების ორგანიზება/ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებზე (PR კამპანიები, წვეულებები, ტრენინგები და ა.შ.) ჩართულობა;
- კომპანიის ყველა სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- შეხვედრების ოთახების ელექტრონული ჯავშნების მართვა;
- სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
- საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგების პროცესის მართვა;
- ოფისის მარაგების კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შეთავაზებების მიღება/შედარება (საჭიროების შემთხვევაში);
- დოკუმენტების მოწესრიგება/არქივირება (ელექტრონული და ფიზიკური)კომპეტენციის ფარგლებში;
- დებიტორების მართვის ადმინისტრაციული მხარდაჭერა: შეხსენებები დებიტორებთან (მეილით/ზარით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას
- Fitpass;
- სწავლის თანადაფინანსებას ;
- კომფორტულ და კეთილმოწყობილ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/DdbUih6c
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
