29 იან - 27 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სხვა გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
სხვა გაყიდვებიგაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - ენები: ინგლისური,რუსული
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას : კონცეპტ გაყიდვების მენეჯერი
მოქმედების ვადა: 09/ 02/2026
ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოქმედების ვადა: 09/ 02/2026
ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, მაღალ შემოსავლიანი სეგმენტის მომსახურების ლიგაში, ციფრული პერსონალური საბანკო მომსახურების გუნდში, ვეძებთ - კონცეპტ გაყიდვების მენეჯერს.
შენ იქნები გუნდის ნაწილი, სადაც თავს იყრის მნიშნელოვანი ცოდნა თიბისის თითქმის ყველა პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ.
რას გააკეთებ:
- კონცეპტ ციფრული (დიჯითალ) პაკეტის კლიენტების სეგმენტზე მოახდენ სატელეფონო შეთავაზებას მათზე მორგებულ პროდუქტებთან დაკავშირებით (კერძოდ დეპოზიტები, ბარათები, დიჯითალ ნაკრები, დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხი / ან საკრედიტო მიმართულებით / სესხები/ ბარათები/ ოვერდტრაფტი და ა.შ);
- უზრუნველყოფ დიჯითალ კონცეპტ პაკეტის კლიენტების საოპერაციო ან საკრედიტო მიმართულებით მომსახურებას
- შეასრულებ ყოველთვიურ გეგმებს
- ნებისმიერი ოპერაციის შესრულებისას, დაიცავ ბანკის პროცედურებს და რეგულაციებს
- დაიცავ მოქმედ საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებს, შიდა და გარე ინსრტუქციებს, კომპანიის წესდებასა და შინაგანაწესს
- დაიცავ კლიენტის კონფიდენციალურობას
ველოდებით გამოხმაურებას, თუ:
- ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება
- შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
- გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებულ
- გაქვს ლოგიკური აზროვნება
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია
კვალიფიკაცია
- გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება (სასურველია)
- დამაჯერებელი მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარები
- საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
- ინგლისური ენის ცოდნა (დამატებით რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/wRXPg
საბანკო
სხვა
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები

