დღეს - 28 თებ
ვიპ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, დიღომი 1-9, ლაშა ლაშხიას ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@pillar.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 - 8000(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
დეველოპერული კომპანია შპს "პილარ - დიღომი" - Pillar Park-ის პროექტისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
Pillar Park არის ახალი დაბალი განაშენიანების გამორჩეული საცხოვრებელი უბანი დიღომი 8-ში, რომელიც მოიცავს 65,000 მ2 სარეკრეაციო სივრცეს, პარკს, ღია აუზს, ველობილიკებს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი, ლაშა ლაშხიას N1.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 18:00), შაბათი (10:00 – 15:00)
ანაზღაურება: 2,000 - 8,000 ლარი (NET) (ფიქსირებული + ბონუსი). პირველი ორი თვის განმავლობაში გარანტირებული 5,000 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა, შეფასება და მათი ანალიზი
- მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა
- გაყიდვების დაგეგმარება, გეგმების შესრულების მონიტორინგი, ანალიზი
- კომპანიაში არსებული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით პოტენციურ მყიდველებთან ეფექტური კომუნიკაციის განხორციელება
- მომხმარებელთან შეხვედრების ორგანიზება, პრეზენტაციების მომზადება, შეხვედრის წარმართვა
- მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვებთან დაკავშირებით;
- გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის მართვა
- საჭიროების შემთხვევაში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობის მიღება მარკეტინგულ ღონისძიებებში
- მომხმარებელთა რეკლამაციებისა და პრეტენზიების საფუძველზე გამოვლენილი პროდუქტისა ან/და სერვისის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელობისთვის და მომხმარებელთა უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზების შესწავლა/ ანალიზი
- სხვადასხვა ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის (დამუშავებული ლიდების, ჩატარებული პრეზენტაციების, სატელეფონო საუბრების და ა.შ)
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება პოზიციის სპეფიციკის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word and Excel)
- სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
- სავალდებულოა რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა
- შენიშვნა: უძრავი ქონების მიმართულებით გაყიდვების გამოცდილება არ მოითხოვება
უნარები:
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობა
- განვითარებაზე ორიენტირებულობა
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "პილარ - დიღომი"-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ ქვემოთ მოცემულ ელ. ფოსტაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე hr@pillar.ge შემდეგი ინფორმაცია:
თქვენი რეზიუმე (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — გაყიდვების მენეჯერი)
მიმდინარე პროექტების ანალიზი — გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს მიმდინარე პროექტებს და გაგვიზიაროთ თქვენი შეფასება / პროფესიული ხედვა პროექტებთან დაკავშირებით
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული ორივე დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულოა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება თქვენი კანდიდატურის განხილვა.
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
