დღეს - 01 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება, დარბაზის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
კომპანია "გუდვილი" 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. "გუდვილი" პროდუქტის ასორტიმენტისა და რეალიზაციის ზრდასთან ერთად საკუთარ წარმოებებსაც აფართოებს. კომპანიის მთავარი ამოცანა ინოვაციების, ახალი პროდუქტების, მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტების, ახალი ბიზნეს იდეების შეთავაზებაა. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პერსონალი მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის კოორდინატორის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო დარბაზის მენეჯერსა და მომხმარებლებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციაში შემოსული კორესპოდენციის გადამისამართება;
- ფასმაჩვენებლების გამზადებისა და ამობეჭდვის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
- ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1000 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: ბათუმი, გორგილაძის ქ. 88 (ბათუმი მოლი)
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: +995 595 22 71 84
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/J7o1YXPe
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება,
დარბაზის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

