02 თებ - 03 მარ
სტანდარტი
1 C ოპერატორი
ქუთაისი
რითეილ ლოგისტიკა
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
1C - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ქართული
კომპანია "რითეილ ლოგისტიკა" დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კვების პროდუქტების ლოგისტიკა..
ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული და სერთიფიცირებული პროდუქციით, "რითეილ ლოგისტიკა" ლოგისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.
ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია. ამისათვის ყველანაირი პირობაა შექნილი. კომპაანიის საწყობი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. ჩვენთან მუშაობენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი საქმიანობის გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე.
“რითეილ ლოგისტიკა “ არის საქართველოში ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანიის “დეილი ჯგუფის” ს წევრი.
რითეილ ლოგისტიკა აცხადებს ვაკანსიას 1 C ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისში.
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ადგილი: ქ. ქუთაისი
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტრონული ზედნადებების სისწორის შემოწმება;
- დაბრუნებული პროდუქციის პროგრამული ასახვა
- მომწოდებელი კომპანიის მიერ Rs.ge-ზე ატვირთული დაბრუნების თანხვედრის შემოწმება და დასტური;
- შეკვეთების გაწერა-დაკორექტირება და Rs.ge -ზე ატვირთვა;
- საწყობის შიდა ტერიტორიის მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა (პროგრამული მიმართულებით)
- დოკუმენტაციის გაფორმებისა და ჩაბარების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (ლოგისტიკა, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულება);
- სწავლისა და განვითარების მოტივაცია;
- სასურველია 1C მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია Rs.ge მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://retaillogistics.selfrecruit.ge/s/ij2iW
ბუღალტერია / ფინანსები
1C
ნახვები
უნიკალური ნახვები
