03 თებ - 04 მარ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა, დისტრიბუცია - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1400 - 1750
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა, დისტრიბუცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
შპს „ორიენტი“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 25 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. ჩვენი წარმატების გარანტი, უპირველეს ყოვლისა, ის ღირებულებებია, რომელზეც საქმიანობას ვაფუძნებთ და რომელიც ერთგული მომხმარებლის მზარდ სიმრავლეს განაპირობებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ და საქართველოში წარმოვადგენთ ბრენდებს, რომლებიც ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით, ესენია: BEBETO, COSBY, ELVANY LA KOLLOTIA და სხვ. ამჟამად კი ვეძებთ ერთგულ, პასუხისმგებლობით სავსე და შრომისმოყვარე ადამიანებს, რათა მათ ჩვენს დიდ ოჯახში შემოერთების, სტაბილური შემოსავლის მიღების და შემდგომი კარიერული/ პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა მივცეთ.
შპს „ორიენტი“ აცხადებს ვაკანსიას ბორტზე დისტრიბუტორის თანამდებობაზე ქუთაისში(იმერეთის რეგიონი).
მოთხოვნები:
- სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო) უმაღლესი განათლება;
- დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (ანალოგიურ ან მომიჯნავე პოზიციაზე);
- დახასიათება წინა სამსახურიდან (სასურველია);
- ცნობა ნასამართლეობაზე;
- ცნობა ნარკოლოგიურიდან;
- ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია;
- ავტომობილის უსაფრთხო მართვის უნარი;
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
- ლიდერული და ორგანიზატორული უნარ ჩვევები;
- ენერგიული და კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის გრძნობით;
- პუნქტუალური და დისციპლინირებული;
- ლოგიკური აზროვნებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- ხმაურიან და ხალხმრავალ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
ძირითადი მოვალეობები - დისტრიბუტორი
- მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი;
- უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
- ყოველდღიურად წარმოადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ;
- საქონლის რეალიზაციით მიღებული თანხა ყოველი დღის ბოლოს შეიტანოს დამსაქმებლის სალაროში ან ბანკში.
- სისტემატიურად ამოწმოს მაღაზიებში მიტანილი საქონლის შესახებ ინფორმაცია, გააკონტროლოს და მიიღოს ყველა საჭირო ზომა მაღაზიასთან დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად.
- უზრუნველყოს მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი.
- უშუალო ხელმძღვანელს ყოველთვიურად წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ.
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
- კუთვნილი ანაზღაურების შეუფერხებელ მიწოდებას;
- პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
- პროფესიული/ კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს;
- ანაზღაურებად შვებულებას;
ანაზღაურება:
ფიქსირებულ ანაღაურებას + გაყიდვებიდან მიღებული ბონუსი.
დისტრიბუტორის ანაზღაურება: 1400 ლარიდან 1750 ლარამდე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით (09:00-დან 18:00მდე), დასვენების დღე - შაბათ-კვირა.
გასაუბრება ჩატარდება მისამართზე: ქ.ქუთაისი წერეთლის 192.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: kutaisi@orientltd.ge ელექტრონულ წერილის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული რეზიუმე არ განიხილება.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა,
დისტრიბუცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
