03 თებ - 04 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
კომპენსაცია და ბენეფიტები - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადამიანური რესურსები
კომპენსაცია და ბენეფიტები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - ენები: ქართული
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით.
,, Spar Georgia” უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 500-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითარებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა;
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.
,, Spar Georgia“ აცხადებს ვაკანსიას კომპენსაციებისა და HR რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- Fitpass-ის ლოიალობის პროგრამაში ჩართვას;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას (კომპანიის დაფინანსებით);
- ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას (ქ.რუსთავი; მეტროსადგური სამგორი და ავლაბარი);
- პარასკევს მოკლე სამუშაო დღეს;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ქსელის თანამშრომლების სახელფასო პროცესის სრული ციკლის მართვა (ხელფასის გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, შემოწმება, გაანალიზება, დამუშავება);
- სახელფასო პროცესთან დაკავშირებული ინსტრუქციებისა და ინიციატივების მომზადება;
- თანამშრომლების ნამუშევარი დროის (საათობრივი, ფიქსირებული, ზეგანაკვეთური, ცვლა) კონტროლი და მართვა;
- ქსელის თნამშრომლებთან სახელფასო საკითხებზე კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- სახელფასო კომპონენტების: საგადასახადო გამოქვითვის, საპენსიოს, კომპენსაციების, დანამატების, პრემიის, ავანსის, დანაკლისებისა და სხვა საკითხების პროგრამული ასახვა/ კონტროლი;
- სახელფასო უწყისის დადგენილ ვადებში მომზადება და ფინანსური სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;
- მენეჯმენტისთვის რეპორტების მომზადება;
- კომპენსაციებთან დაკავშირებული განსახილველი საკითხების საფუძვლიანი მოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
- კომპენსაციების მართვის პროცესის ოპტიმიზაცია;
- 1C პროგრამაში სახელფასო ანგარიშგებების გამართვა და დამუშავება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ფეიროლისა და კომპენსაციების მართვაში (სასურველია დიდი რაოდენობის თანამშრომლების ფეიროლის მართვის გამოცდილება);
- შრომითი კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- სასურველია პროცესების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
- აუცილებელია MS Excel პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- ინიციატივიანი და შედეგზე ორიენტირებული;
- კარგი ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 სთ (ორშ-ხუთშ); 09:00-14:00 (პარასკევი);
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის N40;
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://spar.selfrecruit.ge/s/irFE0
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
ადამიანური რესურსები
კომპენსაცია და ბენეფიტები
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

