03 თებ - 05 მარ
ვიპ
გაყიდვების გუნდის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: welovegeorgiallc@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების ლიდერობა და სტრატეგია - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 4000 - 7000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების ლიდერობა და სტრატეგია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - ენები: ქართული
კომპანია We Love Georgia ეძებს შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების გუნდის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გაყიდვების აგენტების გუნდის შექმნაზე, მართვაზე და გაყიდვების მოცულობის სტაბილურ ზრდაზე.
პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელსაც სურს არა უბრალოდ მართვა, არამედ სისტემის აწყობა და შედეგზე პასუხისმგებლობა.
ძირითადი მოვალეობები
- გაყიდვების აგენტების გუნდის ჩამოყალიბება (შერჩევა, პოზიცირება, სტრუქტურირება)
- გაყიდვების გუნდის ყოველდღიური ოპერაციული მართვა და კოორდინაცია
- გაყიდვების სტრატეგიისა და თვიური გეგმების შემუშავება
- გუნდის წევრების მოტივაცია, ტრენინგი და განვითარება
- გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი და ხარისხის მართვა
- არსებული კლიენტების მართვა და ახალი კლიენტების აქტიური მოზიდვა
- გაყიდვების შედეგების ანალიზი, პროგნოზირება და ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან
- გაყიდვების ხარჯების კონტროლი დადგენილი ბიუჯეტის ფარგლებში
პასუხისმგებლობის ჩარჩო
მენეჯერი პასუხისმგებელია:
- გაყიდვების გეგმის შესრულებაზე
- გუნდის ეფექტიანობაზე
- გაყიდვების ხარისხზე (დებიტორი, დაბრუნებები, ფასდაკლებების დისციპლინა)
- გაყიდვების ბიუჯეტის დაცვაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- გაყიდვების გუნდის შექმნისა და მართვის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად
- ლიდერული უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება
- შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
ანაზღაურება და მოტივაცია
- ფიქსირებული ხელფასი
- პირობითი ფიქსირებული ანაზღაურება (გეგმის მინიმალური შესრულების შემთხვევაში)
- ბონუსი გეგმის შესრულებასა და გადაჭარბებაზე, დადგენილი გაყიდვების ბიუჯეტის ფარგლებში.
საერთო შემოსავალი:
4,000 – 7,000 ლარი და მეტი - შედეგებზე დამოკიდებული
რას გთავაზობთ
- შესაძლებლობას ნულიდან ააწყო და მართო გაყიდვების გუნდი
- რეალურ გავლენას გაყიდვების სტრატეგიაზე და შედეგებზე
- გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემას
- კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას
- სტაბილურ, მაგრამ დინამიკურ სამუშაო გარემოს
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელ ფოსტაზე: welovegeorgiallc@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „გაყიდვების გუნდის მენეჯერი“.
გაცნობებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს «ვი ლავ ჯორჯიას» (ს.ნ: 445502616) მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს «ვი ლავ ჯორჯიას» და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
შპს «ვი ლავ ჯორჯია» დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას!
გაყიდვები
გაყიდვების ლიდერობა და სტრატეგია
ნახვები
უნიკალური ნახვები
