03 თებ - 13 თებ
სტარტი
პერსონალის შერჩევის მენეჯერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები HR მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას პერსონალის შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • რეკრუტინგის პოლიტიკის განსაზღვრა და შერჩევის პროცესების შემუშავება;
  • პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის პროცესების მართვა, განხორციელება;
  • არსებული ვაკანსიების მომზადება, განახლება და განთავსება;
  • მონაწილეობა თანამშრომელთა დაქირავების სრულ ციკლში, დაწყებული შერჩევით პროცესიდან, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების გაფორმებამდე და შემდგომ;
  • ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • პერსონალის შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება HR პროგრამებთან მუშაობაში;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა;
  • დროის მართვის მაღალი უნარი, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი და მაღალი პასუხისმგებლობა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 13.02.2026 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 597002987

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/rgkiIPLmOZ

ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები