23 თებ - 06 მარ
სტარტი
სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი/ფრონტი
თბილისი, მთაწმინდა, ჭანტურიას ქ.
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):დაზღვევა
სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დეპარტამენტში სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერის (ფრონტი) პოზიციაზე.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზეhttps://www.benefits.ge/
მისამართი: ქალაქი თბილისი, გია ჭანტურიას 5
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ორშაბათი-შაბათი; კვირაში არაუმეტეს 40 სამუშაო საათი
ფუნქციები
- შემოსული ინფორმაციის დროული კონტროლისა და მასზე რეაგირების უზრუნველყოფა;
- ზარალების შესახებ ინფორმაციის შესაბამის პროგრამაში შენახვის კონტროლი;
- განაცხადების პროგრამულად აღრიცხვის კონტროლი;
- ზარალის ანაზღაურებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარების უზრუნველყოფა;
- დაზღვეულის იდენტიფიცირება, შემოსული ინფორმაციის სადაზღვევო დაფარვებთან შესაბამისობის დადგენა, დანიშნული კვლევებისა და მედიკამენტების შესაბამისობის დადგენა წარმოდგენილ დიაგნოზთან, ქვეყანაში მოქმედი გაიდლაინების გათვალისწინებით;
- მედიკამენტების ანაზღაურების შემთხვევაში დანიშნული მედიკამენტის ჯგუფის, რეგისტრაციის შემოწმება;
- სადაზღვევო ლიმიტების კონტროლი;
- გადასარიცხი ფორმის მომზადება;
- მიღებული ზარალის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე;
უნარ-ჩვევები
- დეტალებზე ორიენტირებული
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოწესრიგებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ოპერატიულობა და პუნქტუალურობა
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://hel-ai.com/apply/yTJGOjNe
დაზღვევა
სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები
