დღეს - 08 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1100(+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ისთ-ფოინთის და დიღმის ფილიალებში.
ძირითადი მოვალეობები:
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ისთ-ფოინთის და დიღმის ფილიალებში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
- კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
- მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
- საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
- დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
- დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება.
- ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა; - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
- ანაზღაურება : 1100 ლარი+ბონუსი;
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო).
- FitPass;
- კვება;
- უფასო ტრანსპორტირება;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/abMzdHFe.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

