11 თებ - 07 მარ
სტარტი
ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი, ლილო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@argo.ge
ტელეფონი: +995 591 70 00 04
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული,ინგლისური
სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.argo.ge
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
სტრუქტურული ერთეული - ფინანსური დეპარტამენტი.
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.
ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული პროცესების მართვა და შედეგების შეფასება;
- ფინანსური და გაყიდვების მონაცემების მიმდინარე და გასული პერიოდის შესრულების ანალიზი და მის საფუძველზე ანგარიშებისა და პროგნოზის მომზადება;
- ფინანსური მონაცემების ანალიზი და გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო ფინანსური მოდელების დამუშავება;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
- ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel და PPT სავალდებულოა).
- პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული ენა - სრულყოფილად, ინგლისური - მაღალ დონეზე (სასაუბრო და წერითი კომუნიკაცია),
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
თქვენს მიერ მოწოდებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია არგოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ ფინანსური ანალიტიკოსი", ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 591 70 00 04.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი
ნახვები
უნიკალური ნახვები
