06 თებ - 22 თებ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ტექნიკური პროცესების მართვა, პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ტექნიკური პროცესების მართვა, პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ სამშენებლო პროექტების მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვ.;
- ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი;
- კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
- მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია;
- გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი დადოკუმენტირება;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება;
- მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება;
- სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
- სასურველია მრავალსართულიანი სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილება;
- MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 22 თებერვლის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ტექნიკური პროცესების მართვა,
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
