07 თებ - 08 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები
ბუღალტერია ფინანსები ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.
ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.
კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. რუსთავში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოო პროცესში გამოყენებული ნედლეულის მონიტორინგი და აღრიცხვა;
- გამოყენებული ნედლეულის მიხედვით წარმოების ოპერაციების პროგრამაში ასახვა;
- შესრულებული სამუშაოების ანალიზი;
- მასალების ჩამოწერის აქტების მომზადება;
- ნედლეულის ფასების მოძიება ადგილობრივ ბაზარზე;
- არასტანდარტულ შეკვეთებზე ფასების დათვლა შიდა სტანდარტებისა და არსებული კალკულაციების გათვალისწინებით;
- საწყობიდან პროდუქციის გაცემის პროცესის კონტროლი და კლიენტებზე გადაცემული პროდუქციის აღრიცხვა;
- აღრიცხვა-კონტროლთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
- ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების მიღება და მათი შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Microsoft Excel-ის ცოდნა (სავალდებულო);
- ანგარიშგებების მომზადების, წაკითხვის და ანალიზის ტექნიკების ცოდნა;
- სასურველია ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სააღრიცხვო პროგრამა exact-ში ან 1C-ში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები :
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტური მართვის და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმოების უნარი;
- შრომისმოყვარეობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები).
კორპ.დაზღვევა
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბ. წითელი ხიდის მე-17 კმ
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 5 დღე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „აღრიცხვის სპეციალისტი“.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/wcvS5GCd
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
