09 თებ - 10 მარ
სტარტი
იურისტი
რუსთავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება: (+ ბონუსი)
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქალაქ რუსთავში, იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4 ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი;
  • აუცილებელია სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • უცხოენოვანი ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება;
  • აუცილებელია რუსულისა და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
  • იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის დასმულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილების მონიტორინგი და ანალიზი;
  • სამართლებრივი პროცედურების შემუშავება და ინსტრუქციების შედგენა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;
  • წინასახელშეკრულებო და სხვა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, ხელშეკრულებების შედგენა, განხილვა, ვიზირება და გაფორმება;
  • საკორპორაციო დოკუმენტების (წესდება, კრების ოქმი და სხვა) შედგენა;
  • საპროცესო დოკუმენტების (სარჩელი, შესაგებელი, საჩივარი, განცხადება, შეთანხმება და სხვა) შედგენა, წარმომადგენლობა კერძო არბიტრაჟსა და სასამართლოში; წარმომადგენლობა სააღსრულებო საქმის წარმოებაში.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
კვებას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - იურისტი რუსთავში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები