10 თებ - 25 თებ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება, ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება, ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - ენები: ქართული
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმში პოზიციაზე რეზერვი უნივერსალური მოლარე
სამუშაო ლოკაცია: ბათუმის ფილიალი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
პოზიციის შესახებ:
რეზერვი უნივერსალური მოლარის პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი ჩართულია კლიენტთა მომსახურების პროცესში სასესხო, გზავნილების, კონვერტაციისა და სალაროს ოპერაციების მიმართულებით. როლი მოიცავს სესხების გაცემისა და დაფარვის აღრიცხვას, სალარო ოპერაციების მართვას და საჭიროების შემთხვევაში — ძვირფასი ლითონების შეფასებას. პოზიცია ითხოვს სიზუსტეს, პუნქტუალობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას.
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის ან ძვირფასი ლითონების შეფასების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ეს არ არის სავალდებულო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იყოთ კომუნიკაბელური, დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი და გქონდეთ სწავლის სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
- სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
- სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
- ძვირფასი ლითონების შეფასება
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
- პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
- კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ფლობა
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ განაცხადი 2026 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.
ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/u7DkZ70b
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება,
ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
