დღეს - 12 მარ
ვიპ
საწყობის სპეციალისტი
თბილისი
Red Bull
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Ketevan.Sidamonidze@redbull.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური,რუსული
Red Bull-ის საწყობის სპეციალისტი
Red Bull-ის სარეკლამო მასალების საწყობზე პასუხისმგებელი სპეციალისტის მოვალეობები:
აღჭურვილობის შენახვა საწყობში
- ინვენტარი ინახება ცალ-ცალკე, მათი მოდელური მიხედვით, სუფთა და სრულად დაკომპლექტებულ მდგომარეობაში.
- თითოეულ მაცივარზე დამაგრებულია QR კოდი; QR კოდები შეტანილია Telegram ბოტში, აღჭურვილობის სტატუსის მითითებით.
- ყველა სხვა სარეკლამო მასალა (დისპლეები, დისპენსერები, პარაზიტები, ჰედერები, პუშერები, ლაითბოქსები და სხვ.) განაწილებულია მათთვის მიჩენილ ადგილებზე.
- სავაჭრო ობიექტიდან დაბრუნების შემდეგ მაცივარი 3 დღის განმავლობაში გადის წმენდას და მზადდება შემდგომი გატანისთვის.
აღჭურვილობის აღრიცხვა საწყობში
- საწყობში არსებული ყველა მაცივარი შეტანილია ბაზაში ინვენტარული ნომრისა და QR კოდის დამატებით; ასევე მითითებულია კომენტარი — ახალია თუ გამოყენებული, ბრენდირებული თუ არაბრენდირებული.
- ყველა სხვა სარეკლამო მასალა ასევე ექვემდებარება რაოდენობრივ აღრიცხვას; ფიქსირდება როგორც საწყობში შემოსვლა, ისე სავაჭრო ობიექტებში გატანა.
- თბილისის საწყობზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ასევე აკონტროლებს ფიზიკური მარაგის შესაბამისობას პროგრამულ მონაცემებთან ფილიალების მიხედვით.
აღჭურვილობის ლოგისტიკა სავაჭრო ობიექტებში
- ინვენტარის საწყობს გარეთ გადაადგილებისათვის უნდა მოხდეს ნივთების გაწერა და მზადდება ზედნადები.
- ინვენტარის საწყობის გარეთ გაგზავნისას და ასევე უკან დაბრუნებისას, ნივთი უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული, ტრანსპორტირების დროს დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
რემონტი
- საწყობზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ორგანიზებას უწევს აღჭურვილობის რემონტზე გაგზავნის პროცესს.
- მიდის სარემონტო კომპანიაში რემონტის ხარისხის გასაკონტროლებლად, სანამ შეკეთებული მაცივრები დაბრუნდება საწყობში.
- რემონტისთვის შერჩეული მაცივრები გამოყოფილია დანარჩენი ინვენტარისაგან.
აღჭურვილობის ჩამოწერა
- საწყობზე პასუხისმგებელი პირი ამზადებს ჩამოსაწერ აღჭურვილობას (სიები, ფოტოები) და აკონტროლებს ჩამოწერილი აღჭურვილობის დაშლის პროცესს; ასევე აზიარებს ფოტოებს, რომლებიც ადასტურებს აღჭურვილობის უტილიზაციას.
- ჩამოსაწერი ინვენტარი ინახება მათთვის განსაზღვრულ ცალკე ადგილზე.
საჭირო უნარები
- მათემატიკური აზროვნება
- ექსელის საბაზისო ცოდნა
- ინგლისურის ან რუსული საბაზისო საკომინიკაციო დონეზე ფლობა სასურველია.
- მოხერხებულობა და სისხარტე
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: Ketevan.Sidamonidze@redbull.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „Red Bull-ის საწყობის სპეციალისტი“.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
