12 თებ - 14 მარ
სტანდარტი
ფაგის სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო, გოთუას ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@geophage.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
მიკრობიოლოგია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):მეცნიერება / განათლება
მიკრობიოლოგია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
- ენები: ინგლისური,რუსული
სს „ბიოქიმფარმი“ GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
ადგილმდებარეობა: საბურთალო, ლევან გოთუას ქ. N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
კომპანია ბიოქიმფარმი აცხადებს კონკურსს ფაგის სპეციალისტის თანამდებობაზე:
ჩვენ გთავაზობთ:
- კვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- GMP-ის სერტიფიცირებულ სტერილურ ფარმაცევტულ საწარმოში პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და შიდასაწარმოო მოთხოვნების დაცვა;
- მე-2 დონის ბიოუსაფრთხოების კაბინეტში მუშაობა ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;
- ლაბორატორიაში მიკრობულ შტამებთან და ფაგებთან დაკავშირებული ლაბორატორიული პროცედურების შესრულება;
- ფაგოლიზატის მომზადებასთან და სტერილურ ფილტრაციასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
- ფაგის პრეპარატის ტექნოლოგიისა და ანალიზის პროცესებში მონაწილეობა;
- სამუშაოს სრულყოფილი დოკუმენტირება სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაგისტრის ხარისხი მიკრობიოლოგიაში, ვირუსოლოგიაში მოლეკულურ და უჯრედულ ბიოლოგიაში, ბიოტექნოლოგიაში ან სხვა მომიჯნავე დარგებში;
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში;
- მიკრობიოლოგიის საფუძვლიანი ცოდნა, სასურველია ფაგებთან მუშაობის გამოცდილება;
- ბიოტექნოლოგიური წარმოების ტექნიკური ასპექტების საბაზისო ცოდნა;
- Microsoft Office პროგრამების (MS Word, MS Excel, Power Point, Outlook ) ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სასრუველია ხარისხის სისტემების სტანდარტების (GMP, ISO, FDA) საბაზისო ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- კრიტიკული აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- დროისა და რესურსების რაციონალურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე hr@geophage.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მეცნიერება / განათლება
მიკრობიოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები
